დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება– მრეწველების’’ თავმჯდომარე ლადო ძნელაძე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ფრაქციის წევრები გიორგი ტყემელაძე და ლევან დარახველიძე ესწრებოდნენ, საქართველოში ქალების პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრისით, მზარდ ტენდენციაზე ისაუბრეს.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფის წარმომადგენლების ინფორმაციით,
საქართველო ჯერჯერობით არ მიეკუთვნება იმ მოწინავე ქვეყნებს, სადაც ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში მაღალია როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე პარლამენტში. ზოგადად ,ის დაბრკოლებები, რაც ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას უკავშირდება, ბევრ ბარიერთან, მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობასთან არის დაკავშირებული.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კანონში შესულ ცვლილებებსაც, რომლის თანახმად, 30 %-იან ფინანსურ დანამატს ის პარტიები მიიღებენ, რომელებსაც პარტიაში 30 % ქალები ეყოლებათ.
ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საკუთარი კვლევების შედეგებიც წარმოადგინეს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 70% მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ქალები 30%-ით მაინც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.
მათივე აზრით, საერთაშორისო სტანდარტთან მორგებულ პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის გარდა, პოლიტიკაში ქალთა წამომადგენლობის გაზრდას საარჩევნო სისტემების ადაპტირებაც სჭირდება.
საკითხთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება საკრებულოს ფრაქციის წევრებმაც გამოხატეს.
ლადო ძნელაძის თქმით, საკუთარ მოსაზრებას დეპუტატები პარტიაში განხილვის შემდეგ წარმოადგენენ.
,,ზოგადად, ჩვენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ქალების მოსვლის წინააღმდეგნი არ ვართ, მით უმეტეს, რომ საკრებულოში ქალბატონები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი’’,-განაცხადა ლადო ძნელაძემ.
თამარ ტალიაშვილმა და ლევან დარახველიძემ ერევნის საკრებულოს დეპუტატებს უმასპინძლეს
ნოემბერი 22,2018თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებები განიხილა
ივლისი 20,2018გიორგი ალიბეგაშვილმა და ვლადიმერ ძნელაძემ ოქროყანაში გამწვანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
აპრილი 03,2016